ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ელი კოენი კიევში ჩავიდა, ეს ომის დაწყებიდან ისრაელის მაღალი თანამდებობის პირის პირველი ვიზიტია უკრაინაში.
როგორც მინისტრმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა, კიევში ის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას შეხვდება. ასევე მონაწილეობას მიიღებს კიევში ისრაელის საელჩოს გახსნაში, რომელიც სრულფასოვან საქმიანობას აღადგენს.
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი გეგმავს ბუჩასა და ბაბი იარში ჩასვლას.
მისი თქმით, ის კიევში ჩავიდა, აჩვენოს, რომ ისრაელი მხარს უჭერს უკრაინას და უკრაინელ ხალხს რთულ პერიოდში.