ისრაელის რამდენიმე ქალაქში „ჰამასის“ მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქციები გაიმართა
ისრაელის ქალაქებში ათობით ათასმა ადამიანმა „ჰამასის“ მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა. ისრაელზე 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ „ჰამასს“ მძევლად 239 ადამიანი ჰყავს აყვანილი.
მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით დემონსტრაციები გაიმართა თელ ავივში, იერუსალიმსა და სხვა ქალაქებში.
საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორის იმყოფებოდნენ გატაცებულების ოჯახის წევრები, ახლობლები და მხარდამჭერები.