ისრაელის ქალაქებში საპროტესტო აქციაზე ვადამდელ არჩევნებს და მძევლების გასათავისუფლებლად შეთანხმების დაუყოვნებლივ გაფორმებას ითხოვენ
ისრაელის ქალაქებში ყოველკვირეული დემონსტრაცია იმართება. აქციის მონაწილე ათასობით ადამიანი ვადამდელი არჩევნების დანიშვნას და მძევლების გასათავისუფლებლად „ჰამასთან“ სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს.
ძირითადი საპროტესტო აქციები თელ ავივსა და იერუსალიმში იმართება.
პარალელურად, დემონსტრაციას მართავენ „ჰამასის“ მძევლების ოჯახის წევრები და ახლობლები, რომლებიც, ასევე, მძევლების გასათავისუფლებლად შეთანხმების დაუყოვნებლივ გაფორმებას ითხოვენ.