ისრაელის ქალაქ ლოდში 20:00 საათიდან კომენდანტის საათი გამოცხადდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოში ისრაელის საელჩომ ინფორმაცია გამოაქვეყნა და ისრაელში მყოფ მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდა.
„ქ.ლოდში 20:00 სააათიდან ცხადდება სრული ჩაკეტვა – კომენდანტის საათი! არ გახვიდეთ ქუჩაში.
საჯარისო დანაყოფები გამოიყენებენ ყველაზე მკაცრ ზომებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, გუშინ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ქალაქ ლოდში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.