ისრაელის ქალაქ ელადში ტერაქტის შედეგად სამი ადამიანი მოკლეს, არიან დაჭრილებიც. როგორც მედია იუწყება, დანებითა და ნაჯახებით შეიარაღებული ორი ბოროტმოქმედი ერთ-ერთ პარკში გამვლელებს დაესხა თავს.
ამ ეტაპზე დამნაშავეების სამძებრო ოპერაცია მიმდინარეობს. პოლიციას მოწყობილი აქვს ბლოკ-საგუშაგოები და მანქანებს აჩერებს.
თავდასხმა ისრაელის დამოუკიდებლობის დღეს მოხდა. მომხდარის გამო პოლიციამ მოუწოდა მოქალაქეებს, სახლიდან გასვლას მოერიდონ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ისრაელში მომხდარი ტერაქტი დაგმო.
აღსანიშნავია, რომ უკანასკნელ დღეებში ისრაელში პალესტინელების თავდასხმები გახშირდა.