ისრაელის ქალაქ ბეერშებას ცენტრალურ ავტოსადგურში ტერორისტული თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 11 კი დაშავდა
ისრაელში, ქალაქ ბეერშებას ცენტრალურ ავტოსადგურში ტერორისტული თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 11 კი დაშავდა.
მედიკოსების ინფორმაციით, ერთი დაშავებული, რომელიც კრიტიკულ მდგომარეობაში იყო, ადგილზე დაიღუპა, ხოლო დანარჩენი 11 დაშავებული გადაყვანილია ქალაქში მდებარე სოროკას საავადმყოფოში.
მედიის ცნობით, ყველა მათგანს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.
როგორც ადგილობრივი მედია წერს, პოლიციამ თავდამსხმელი ადგილზე გაანეიტრალა.
მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.