ისრაელის პრეზიდენტის ვიზიტის დროს, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა იემენელი ჰუსიტების ნასროლი ბალისტიკური რაკეტა გაანეიტრალა
ისრაელის პრეზიდენტის ვიზიტის დროს, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა იემენელი ჰუსიტების ნასროლი ბალისტიკური რაკეტა გაანეიტრალა

ისრაელის პრეზიდენტის, ისააკ ჰერცოგის ვიზიტის დროს, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა იემენელი ჰუსიტების ნასროლი ბალისტიკური რაკეტა გაანეიტრალა.

არაბთა გაერთიანებული საამიროების თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა, რადგან რაკეტის განადგურების შემდეგ მისი ნაწილები დაუსახლებელ ტერიტორიაზე ჩამოვარდა.

არაბთა გაერთიანებული საამიროების სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ განაცხადა, რომ თავდასხმის მიუხედავად, საჰაერო მიმოსვლა ჩვეულ რეჟიმში გრძელდება.

ეს არის რიგით მესამე თავდასხმა, რომელიც იემენელმა შიიტმა ჰუსიტებმა არაბთა გაერთიანებული საამიროების წინააღმდეგ განახორციელეს. აბუ დაბი საუდის არაბეთის მეთაურობით მოქმედი არაბული კოალიციის მონაწილეა, რომელიც იემენში ირანისგან მხარდაჭერილი ჰუსიტების წინააღმდეგ იბრძვის.