ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ირანსა და ერაყში მიწისძვრის შედეგად დაზარალებულებს დახმარება შესთავაზა
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ირანსა და ერაყში მიწისძვრის შედეგად დაზარალებულებს დახმარება შესთავაზა.
როგორც ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, ორი სახელმწიფოს მთავრობებს შორის დაპირისპირება არ გამორიცხავს ჰუმანიტარულ დახმარებას. ეს განცხადება ნეთანიაჰუმ ლოს-ანჯელესში, სამხრეთ-ამერიკელი ებრაელების კონფერნეციაზე შეკრბილებისადმი მიმართისას გააკეთა.
„მე ვნახე გულდასაწყვეტი კადრები და ფოტოები. მამაკაცები, ქალები და ბავშვები ნანგრევებში არიან მოყოლილები. რამდენიმე საათის წინ გავეცი განკარგულება, რომ წითელი ჯვრის ხაზით დახმარება გაუწიონ ერაყსა და ირანში დაზარლებულებს. მე ბევრჯერ მითქვამს, რომ ჩვენ არ ვჩხუბობთ ირანელ ხალხთან. ჩვენ ვუპირისპირდებით ტირანების რეჟიმს, რომელსაც ეს ხალხი მძევლად ჰყავს აყვანილი და განადგურებით გვემუქრება“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
მიუხედავად ბენიამინ ნეთანიჰუს დაპირებისა, წითელ ჯვარში განაცხადეს, რომ ისრაელის მხრიდან შეთავაზებას ვერ მიიღებენ, რადგან ირანი ისრაელის სახელმწიფოს არ აღიარებს.