ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისი - თვალს ვადევნებთ დაღესტანში მიმდინარე მოვლენებს, ვიმედოვნებთ, რუსი სამართალდამცავები დაიცავენ ისრაელის მოქალაქეებისა და ებრაელების უსაფრთხოებას
ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისი და საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებენ, რომ „თვალს ადევნებენ დაღესტანში მიმდინარე მოვლენებს და იმედოვნებენ, რომ რუსი სამართალდამცავები დაიცავენ ისრაელის ყველა მოქალაქისა და ებრაელის უსაფრთხოებას”.
„ისრაელი ძალიან სერიოზულად უდგება ნებისმიერ ადგილზე ისრაელის მოქალაქეებისა და ებრაელებისთვის ზიანის მიყენების მცდელობებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
მედიის ინფორმაციით, რუსეთში ისრაელის ელჩი ალექს ბენ ზვი მუშაობს მგზავრების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
შეგახსენებთ, ისრაელის მედიის ინფორმაციით, დაღესტანში, მაჰაჩყალის აეროპორტის ტერმინალში პროპალესტინელები შეიჭრნენ, რის გამოც ისრაელიდან რეისი ალტერნატიულ აეროპორტში შესრულდა. მედიის ცნობით, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ პროპალესტინელები ისრაელელებზე თავდასხმას აპირებდნენ. თვითმფრინავი ალტერნატიულ აეროპორტში დაეშვა, მაგრამ მგზავრებს, უსაფრთხოების მიზნით, თვითმფრინავში დარჩენა სთხოვეს და შემთხვევის ადგილზე სპეცრაზმი გამოიძახეს.