ისრაელის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ცნობით, გასულ კვირაში ბენიამინ ნეთანიაჰუსა და დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და რესპუბლიკელების საპრეზიდენტო კანდიდატ დონალდ ტრამპს შორის გასულ კვირაში სატელეფონო საუბარი გაიმართა. ინფორმაციას ნეთანიაჰუს ადმინისტრაცია ადასტურებს.
„დონალდ ტრამპმა მიულოცა ნეთანიაჰუს ინტენსიური და გადამწყვეტი ოპერაციები, რომლებიც ისრაელმა ჩაატარა „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ“, – აცხადებდნ ნეთანიაჰუს ოფისში.