ისრაელის პარლამენტის სპიკერმა, ამირ ოჰანამ გაერო-ს გენერალურ მდივანთან, ანტონიუ გუტერეშთან შეხვედრა გააუქმა. როგორც მედია წერს, ამის შესახებ მის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
ქნესეთის სპიკერის განმარტებით, შეხვედრის გაუქმების მიზეზი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გუტერეშის მოწოდებები გახდა.
„შეხვედრის გაუქმება უმიზეზოდ არ მომხდარა. მსურდა, გდამეცა ქნესეთის მიერ მომზადებული წიგნი, სადაც 7 ოქტომბრის ფოტოებია ასახული, მაგრამ მან კიდევ ერთხელ მოუწოდა ისრაელს ბრძოლის შეჩერებისკენ და, მიუხედავად იმისა, რომ „ჰამასი“ ადამიანებს ფარად იყენებს, მაინც ისრაელი გააკრიტიკა“, – განაცხადა ოჰანამ.