ისრაელის პარლამენტი სასამართლო რეფორმის პროექტს მასობრივი საპროტესტო აქციის ფონზე განიხილავს
ისრაელის პარლამენტი სასამართლო რეფორმის პროექტს მასობრივი საპროტესტო აქციის ფონზე განიხილავს. პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები ითვალისწინებს მოსამართლეების შერჩევის პროცესში ხელისუფლების უფლებამოსილების გაზრდას და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უფლებამოსილების შემცირებას, გააუქმოს მთავრობისა და ქნესეთის გადაწყვეტილებები.
ნეთანიაჰუს მთავრობას 120-ადგილიან საკანონმდებლო ორგანოში 64 მანდატი აქვს.
ცვლილებებს ქნესეთმა პირველი მოსმენით უნდა უყაროს კენჭი. პარლამენტში რეფორმის პროექტის განხილვის პარალელურად, იერუსალიმში ოპოზიციის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, რომელშიც ათასობით მოქალაქე მონაწილეობს.
პოლიციის ცნობით, დაკავებულია რვა ადამიანი. დემონსტრანტებმა გადაკეტეს რამდენიმე გზა.
აქციის მონაწილეების მტკიცებით, სასამართლო რეფორმა დემოკრატიას საფრთხეს უქმნის. თავის მხრივ, მთავრობა აცხადებს, რომ რეფორმა საჭიროა მოსამართლეების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების შესაზღუდად.