ისრაელის ოპოზიციის ლიდერმა, იაირ ლაპიდმა ბენიამინ ნეთანიაჰუს კონგრესში გამოსვლას „სირცხვილი“ უწოდა
ისრაელის ოპოზიციის ლიდერი, იაირ ლაპიდი პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს აკრიტიკებს, რადგან, ლაპიდის თქმით, მას კონგრესში გამოსვლისას ღაზაში მყოფი მძევლების გათავისუფლების შეთანხმების შესახებ არ უსაუბრია.
იაირ ლაპიდმა ბენიამინ ნეთანიაჰუს კონგრესში გამოსვლას „სირცხვილი“ უწოდა.
„სირცხვილი! ერთსაათიანი საუბარი ერთი წინადადების თქმის გარეშე: „შეთანხმება შედგება!”,- წერს იაირ ლაპიდი სოციალურ ქსელში.