ისრაელის ოპოზიციის ლიდერი იაირ ლაპიდი - ომის მიმდინარეობისას ნეთანიაჰუს მიერ თავდაცვის მინისტრის გათავისუფლება სიგიჟის აქტია
ისრაელის ოპოზიციის ლიდერი იაირ ლაპიდი - ომის მიმდინარეობისას ნეთანიაჰუს მიერ თავდაცვის მინისტრის გათავისუფლება სიგიჟის აქტია

ბენიამინ ნეთანიაჰუს მიერ ქვეყნის თავდაცვის მინისტრის ომის მიმდინარეობისას თანამდებობიდან გათავისუფლება სიგიჟის აქტია, – ამის შესახებ ოპოზიციის ლიდერმა, იაირ ლაპიდიმ განაცხადა.

ლაპიდმა ისრაელის მოქალაქეებს საპროტესტო აქციაზე გასვლისკენ მოუწოდა.

„ნეთანიაჰუ ყიდის ისრაელის უსაფრთხოებასა და ისრაელის თავდაცვის ძალების მებრძოლებს საკუთარი სამარცხვინო პოლიტიკური გადარჩენისთვის. ულტრამემარჯვენე მთავრობა, მოქმედ ჯარისკაცებთან შედარებით, უპირატესობას ანიჭებს სამხედრო სამსახურისგან თავის ამრიდებლებს. მოგიწოდებთ ყველა პატრიოტს, დღეს საღამოს გამოდით საპროტესტო აქციაზე“, -​​​​​​​​​ განაცხადა იაირ ლაპიდმა.

შეგახსენებთ, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ქვეყნის თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი თანამდებობიდან გაათავისუფლა. მას ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელ კაცი შეცვლის.