ისრაელის ოპოზიციის ლიდერი იაირ ლაპიდი ბენიამინ ნეთანიაჰუს თანამდებობიდან არჩევნების გარეშე გადაყენების მოწოდებით გამოდის
ისრაელის ოპოზიციის ლიდერი იაირ ლაპიდი ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს თანამდებობიდან არჩევნების გარეშე გადაყენების მოწოდებით გამოდის.
ინტერვიუში ლაპიდი ამბობს, რომ საზოგადოებამ დაკარგა რწმენა ნეთანიაჰუს მიმართ და „ჩვენ არ შეგვიძლია, ჩავატაროთ გაფართოებული სამხედრო ოპერაცია პრემიერ-მინისტრთან ერთად, რომლის რწმენაც არ გვაქვს”.
ლაპიდს არ დაუსახელებია, თუ ვის შეუძლია ამ თანამდებობაზე მუშაობა, მაგრამ აღნიშნა, რომ პარტია „ლიკუდში“ რამდენიმე დეპუტატია, რომლებსაც ესმით, რომ ნეთანიაჰუს წასვლის დროა.
იაირ ლაპიდს ისრაელის მმართველ პარტიაში უპასუხეს.
„სამწუხარო და უხერხული იყო ლაპიდის პოლიტიკის თამაში ომის დროს და პრემიერ-მინისტრის გადაყენების მცდელობა, რომელიც ხელმძღვანელობს ოპერაციას“, – განაცხადეს პარტია „ლიკუდში“.