ისრაელის ომის კაბინეტმა ღაზის სექტორში ჰუმანიტარული სიტუაციის გაუმჯობესებისთვის დაუყოვნებლივი ზომების მიღება დაამტკიცა
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს სატელეფონო საუბრის შემდეგ ისრაელის ომის კაბინეტმა ღაზის სექტორში ჰუმანიტარული სიტუაციის გაუმჯობესებისთვის დაუყოვნებლივი ზომების მიღება დაამტკიცა. ამის შესახებ განცხადებას ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისი ავრცელებს.
„ისრაელი საშუალებას მისცემს ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების დროებით მიწოდებას აშდოდისა და ერეზის გადასასვლელებით, იორდანიის დახმარების გაზრდას კერემ შალომის გადასასვლელით“, – ნათქვამია განცხადებაში.
აღნიშნულ ნაბიჯს მიესალმა თეთრი სახლი, რომელმაც მოუწოდა ისრაელს, დაუყოვნებლივ განეხორციელებინა დამატებითი ზომები ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების მისაწოდებლად.
აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენსა და ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის სატელეფონო საუბარი გუშინ შედგა. თეთრი სახლის ცნობით, „ჯო ბაიდენმა განუმარტა ისრაელს, რომ აუცილებელია კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა მშვიდობიანი მოსახლეობის ზიანის, ჰუმანიტარული ტანჯვისა და დამხმარე მუშაკების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“.