ისრაელის მთავრობის წარმომადგენელი - ისრაელი არ არის აშშ-ის პროტექტორატი, არამედ დამოუკიდებელი და დემოკრატიული ქვეყანაა, რომლის მოქალაქეებიც ირჩევენ მთავრობას
ისრაელის მთავრობის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი აშშ-ის დაზვერვის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს ეხმაურება.
როგორც ისრაელის მედია წერს, საუბარია იმ ანგარიშზე, სადაც ნათქვამია, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუს, როგორც „პოლიტიკური ლიდერის სიცოცხლისუნარიანობა საფრთხის ქვეშაა“.
„ისრაელის პრემიერ-მინისტრს ირჩევენ ისრაელის მოქალაქეები და არავინ სხვა. ისრაელი არ არის აშშ-ის პროტექტორატი, არამედ დამოუკიდებელი და დემოკრატიული ქვეყანაა, რომლის მოქალაქეებიც ირჩევენ მთავრობას. ველოდებით, რომ ჩვენი მეგობრები იმოქმედებენ, რათა დაამხონ „ჰამასის“ ტერორისტული რეჟიმი და არა – ისრაელის არჩეული მთავრობა“, – განაცხადა ისრაელის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.