ისრაელის მკვლევარებმა პაციენტის ქსოვილისგან გული სამ განზომილებაში შექმნეს
ისრაელის მკვლევარებმა, ისტორიაში პირველად, პაციენტის ქსოვილისგან გული სამ განზომილებაში შექმნეს. ადამიანის ბიოლოგიური მასალებისგან შექმნილი გული თელ-ავივის უნივერსიტეტის მეცნიერებმა წარადგინეს.
მეცნიერების თქმით, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ვინმემ, სადმე წარმატებით შექმნა და დაბეჭდა მთელი გული უჯრედებით, სისხლძარღვებით, პარკუჭებითა და პალატებით.
პროფესორ ტალ დვირის განცხადებით, შედეგებმა აჩვენა პოტენციალი, სამომავლოდ ორგანოებისა და ქსოვილის ჩანაცვლების მიმართულებით.