ისრაელის მიერ უპილოტო აპარატით თავდასხმის შედეგად, ლიბანის არმიის ჯარისკაცი დაიღუპა
ისრაელის მიერ უპილოტო აპარატით თავდასხმის შედეგად, ლიბანის არმიის ჯარისკაცი დაიღუპა

ისრაელის თავდასხმას ლიბანის არმიის ჯარისკაცი ემსხვერპლა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სამხრეთ ლიბანში სამხედრო მოსამსახურე მოტოციკლით არმიის გამშვებ პუნქტთან გადაადგილდებოდა, რა დროსაც უპილოტო აპარატით მოხდა მასზე თავდასხმა.

ლიბანური მედია წერს, რომ საზღვართან მდებარე გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორია არტილერიითაც დაიბომბა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ისრაელის მიერ ლიბანის ტერიტორიის მასშტაბური დაბომბვის შემდეგ ლიბანის არმისი ჯარისკაცი დაიღუპა.

გასული ღამის შემდეგ, ისრაელის დაბომბვას ლიბანში 60-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის „პალესტინის გათავისუფლების სახალხო ფრონტის“ წევრები. ისრაელის თავდაცვის მინისტრი, იოავ გალანტი აღნიშნავს, რომ ისრაელი ემზადება ლიბანში „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ სახმელეთო შეტევისთვის.