ისრაელის მინისტრთა კაბინეტმა მძევლების გათავისუფლების შესახებ „ჰამასთან“ შეთანხმებას მხარი დაუჭირა
ისრაელის მინისტრთა კაბინეტმა მძევლების გათავისუფლების შესახებ „ჰამასთან“ შეთანხმებას მხარი დაუჭირა.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ოთხი დღის განმავლობაში 50 მძევალი გათავისუფლდება 150 პალესტინელი პატიმრის გათავისუფლების სანაცვლოდ.
მათივე ცნობით, ამ დროის განმავლობაში გამოცხადება პაუზებიც.
„ყოველი დამატებითი 10 მძევლის გათავისუფლება გამოიწვევს დამატებით ერთდღიან პაუზას“, – წერია ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის განცხადებაში.