ისრაელის მიერ ღაზაზე მიტანილი იერიშის შედეგად, სულ მცირე, 60 პალესტინელი დაიღუპა
ისრაელის მიერ ღაზაზე მიტანილი იერიშის შედეგად, სულ მცირე, 60 პალესტინელი დაიღუპა.
როგორც „როიტერი“ წერს, იერიში ღაზის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ბეით ლაჰიაზე განხორციელდა. 17 ადამიანი დაკარგულად ითვლება, ხოლო 150 დაშავდა. დაღუპულთა შორის 20 ბავშვია.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა ქალაქ ბეით ლაჰიაში მდებარე საცხოვრებელ კორპუსს დაარტყეს.
„იქ ათობით გარდაცვლილია და იმ სახლში ათობით იძულებით გადაადგილებული ადამიანი ცხოვრობდა. სახლი წინასწარი გაფრთხილების გარეშე დაბომბეს“, – მოჰყავს „როიტერს“ თვითმხილველის ციტატა.
ისრაელის მხარეს მომხდარზე კომენტარი არ გაუკეთებია.