ისრაელის მიერ დამასკოზე განხორციელებული საჰაერო დარტყმის შედეგად ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ კონსულტანტი დაიღუპა
ისრაელის მიერ 30 სექტემბერს დამასკოზე განხორციელებული საჰაერო დარტყმის შედეგად ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ კონსულტანტი დაიღუპა.
ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი მაჯიდ დივანია, რომელიც იერიშის შედეგად დაიჭრა.
სირიის სახელმწიფო მედიის მიერ თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, დედაქალაქ დამასკოზე ისრაელის საჰაერო დარტყმის შედეგად დაიღუპა სამი და დაშავდა ცხრა ადამიანი.
ისრაელში, დამასკოზე განხორციელებულ დარტყმასთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი არ გაკეთებულა.