ისრაელის მიერ ბეირუთზე განხორციელებული საჰაერო თავდასხმის მსხვერპლთა რიცხვი გაიზარდა
ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრომ განაახლა ინფორმაცია ლიბანის დედაქალაქის სამხრეთ გარეუბანზე ისრაელის საჰაერო ძალების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობის შესახებ. გარდაცვლილთა რიცხვი 12-დან 14-მდე გაიზარდა. დაშავებულთა რაოდენობა 66-ს აღწევს.
ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სულ მცირე, 11 ლიბანელი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია და რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი.
ადგილობრივი სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის ინფორმაციით, ავიაიერიშის შედეგად ჩამოინგრა სახლები. ადგილზე გრძელდება საძიებო-სამაშველო ოპერაცია.
ცნობისთვის, ისრაელში დაადასტურეს, რომ ბეირუთზე განხორციელებული საჰაერო თავდასხმის დროს მოკლეს „ჰეზბოლას“ სამხედრო ხელმძღვანელი იბრაჰიმ აკილი. მასთან ერთად ლიკვიდირებულია მებრძოლთა ჯგუფი, რომლებიც მონაწილეობდნენ „ჰეზბოლას“ შტაბის თათბირში.