ისრაელის მემკვიდრეობის მინისტრი - ისმაილ ჰანიეს სიკვდილის შემდეგ „მსოფლიო უკეთესი ადგილი გახდა“, ეს არის სამყაროს სიბინძურისგან გათავისუფლების სწორი გზა
„ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობასთან დაკავშირებით ისრაელს ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია, თუმცა მომხდარს პოლიტიკოსები ეხმაურებიან.
ისრაელის მემკვიდრეობის მინისტრმა, ამიჩაი ელიაჰუმ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ჰანიეს სიკვდილის შემდეგ „მსოფლიო უკეთესი ადგილი გახდა“.
„ეს არის სამყაროს სიბინძურისგან გათავისუფლების სწორი გზა. აღარც მოჩვენებითი „მშვიდობა“/ჩაბარების შეთანხმებები, აღარც წყალობა მათთვის. რკინის ხელი, რომელიც მათ დარტყმას მიაყენებს, არის ის ხელი, რომელიც მშვიდობას და მცირე კომფორტს მოუტანს, გააძლიერებს ჩვენს უნარს, ვიცხოვროთ მშვიდობიანად მათთან, ვისაც მშვიდობა სურს“, – წერს მემკვიდრეობის მინისტრი.
როგორც „ჰამასში“ დღეს განაცხადეს, ისრაელმა მათი პოლიტიკური ლიდერი ისმაილ ჰანიე თეირანში რეიდის დროს მოკლა. „ჰამასის“ წარმომადგენელმა, სამი აბუ ზუჰრიმ აღნიშნა, რომ ისინი ისრაელთან ღია ომში იმყოფებიან და მზად არიან, ნებისმიერი ფასი გადაიხადონ.
„ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერი ისმაილ ჰანიე ბოლოს საჯაროდ გუშინ ირანის პრეზიდენტის, მასუდ ფეზეშქიანის ინაუგურაციაზე გამოჩნდა.