ისრაელის მედიის ინფორმაციით, ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით სამი რაკეტა ისროლეს
ისრაელის მედიის ინფორმაციით, ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით სამი რაკეტა ისროლეს

ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით სამი რაკეტა ისროლეს. „თაიმს ოფ ისრაელის“ ცნობით, ორი რაკეტა ადგილობრივი დროით 07:00 საათზე გაუშვეს, ხოლო ერთი საათის შემდეგ ჰაერში მესამე რაკეტაც დააფიქსირეს.

გამოცემის ინფორმაციით, საზღვართან ვითარება მას შემდეგ გამწვავდა, რაც რადიკალურ დაჯგუფება „ჰამასის“ წევრებმა განაცხადეს, რომ არ დაუშვებენ პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მიერ მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირის ნაწილის ანექსიის გეგმის შესრულებას.

ისრაელის სამხედროების ინფორმაციით, პირველი ორი რაკეტა ისრაელის სამხრეთით, ღია მდელოზე აფეთქდა, ხოლო მესამე რაკეტა საზენიტო-სარაკეტო სისტემა „რკინის გუმბათმა“ მოიგერია.

ადგილობრივი სამხედროების ცნობით, დაშავებულები არ არიან.