ისრაელის მედიის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტს ისრაელში სოლიდარობის გამოცხადების მიზნით ვიზიტი სურდა, თუმცა მას უთხრეს, რომ დრო სწორად არ არის შერჩეული
ისრაელის მედიის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ისრაელში სოლიდარობის გამოცხადების მიზნით ვიზიტი სურდა, თუმცა მას ისრაელის მხარემ უთხრა, რომ „დრო სწორად არ არის შერჩეული“.
მოძრაობა „ჰამასის“ მიერ ისრაელზე თავდასხმის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადა ისრაელს და ხაზი გაუსვა ისრაელის უფლებას, დაიცვას თავი.
ცნობისთვის, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული ფართომასშტაბიანი ომის შემდეგ ისრაელმა არაერთხელ გამოხატა მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, თუმცა კიევის სამხედრო მხარდაჭერისგან თავი შეიკავა.