ისრაელის მედია - უკრაინის ელჩი იმედგაცრუებულია, რომ ისრაელის ხელისუფლება უკრაინას სამხედრო დახმარებას არ გაუგზავნის
ისრაელში უკრაინის ელჩი იმედგაცრუებულია, რომ ისრაელის ხელისუფლება უკრაინას სამხედრო დახმარებას არ გაუგზავნის. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს.
უკრაინელი დიპლომატის, იევგენი კორნიჩუკის განცხადებით, ისრაელი კვლავ უარს ამბობს უზრუნველყოს სამხედრო და სამოქალაქო დაცვისთვის საჭირო ჩაფხუტებისა და სამხედრო ჟილეტების გაგზავნა.
ისრაელის მთავრობამ უკრაინას უკვე გაუგზავნა 100 ტონა ჰუმანიტარული დახმარება. იევგენი კორნიჩუკის განცხადებით, მოხარულია ანტიბიოტიკებისა და სამედიცინო აღჭურვილობის მიღებით, რაც კარგი ჟესტია, მაგრამ მისი თქმით, ეს პრიორიტეტი არ არის.