ისრაელის მედია - ტრამპის პირველი ადმინისტრაციის, სულ მცირე, ორმა მაღალჩინოსანმა გააფრთხილა ისრაელი, რომ მეორე ვადაში ის მხარს არ დაუჭერს მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირის ანექსიაში
ისრაელის მედია - ტრამპის პირველი ადმინისტრაციის, სულ მცირე, ორმა მაღალჩინოსანმა გააფრთხილა ისრაელი, რომ მეორე ვადაში ის მხარს არ დაუჭერს მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირის ანექსიაში

დონალდ ტრამპის პირველი ადმინისტრაციის, სულ მცირე, ორმა მაღალჩინოსანმა გააფრთხილა ისრაელის მთავრობის მინისტრები, რომ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი მეორე ვადაში მხარს არ დაუჭერს ისრაელს მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირის ანექსიაში.

ისრაელის მედიის ინფორმაციით, საკამათო ნაბიჯს სპარსეთის ყურეში აშშ-ის მოკავშირეების, საუდის არაბეთის და არაბთა გაერთიანებული საამიროების სასტიკი წინააღმდეგობა მოჰყვება.

ისრაელში აცხადებენ, რომ აღნიშნულ ქვეყნებს ტრამპი, შესაძლოა, დაეყრდნოს უფრო აქტუალური საგარეო პოლიტიკის მიზნების მისაღწევად, როგორებიცაა ირანის აგრესიასთან ბრძოლა, ჩინეთის წინააღმდეგ კონკურენცია და უკრაინაში ომის დასრულება.

ისრაელის ფინანსთა მინისტრმა, ბეზალელ სმოტრიჩმა აღნიშნა, რომ ტრამპის თანამდებობაზე დაბრუნების წყალობით 2025 წელი იქნება „სუვერენიტეტის წელი იუდეასა და სამარიაში“ (დასავლეთ ნაპირი).

ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრმა, იტამარ ბენ გვირმა გასულ კვირას განაცხადა, რომ „ეს არის სუვერენიტეტის დრო“. მიუხედავად იმისა, რომ ტრამპმა 2020 წელს წარმოადგინა სამშვიდობო გეგმა, რომელიც ითვალისწინებდა ისრაელის მიერ აშენებული ყველა ახალი დასახლების ანექსიას, ინიციატივა მაინც ითვალისწინებდა პალესტინის სახელმწიფოს შექმნას დასავლეთ ნაპირის დარჩენილ რაიონებში.