ისრაელის მედია - სახმელეთო ოპერაციის ფარგლებში ისრაელმა ლიბანის სამხრეთში კიდევ ერთი დივიზია განათავსა
სახმელეთო ოპერაციის ჩასატარებლად ისრაელმა ლიბანის სამხრეთში კიდევ ერთი დივიზია განათავსა.
ისრაელის მედიის ინფორმაციით, 36-ე დივიზია ახლა უერთდება 98-ე დივიზიას, რომელიც ლიბანში 30 სექტემბერს ღამით შევიდა.
ისრაელის სამხედროები სამხრეთ ლიბანში სახმელეთო ოპერაციებს აღწერენ, როგორც „შეზღუდულ, ლოკალიზებულ და მიზანმიმართულ რეიდებს“, რომლის მიზანია „ჰეზბოლას“ ინფრასტრუქტურის დანგრევა სასაზღვრო ზონაში.
პარალელურად, „ჰეზბოლაში“ განაცხადეს, რომ დაჯგუფება თავს დაესხა და უკუაგდო ისრაელის ჯარები, რომლებმაც შეაღწიეს ქალაქ ოდაისეს მახლობლად სამხრეთ ლიბანში.