ისრაელის მედია - გაერო-ს ინსპექტორებმა დაადგინეს, რომ ირანმა ურანი 84 პროცენტამდე გაამდიდრა, რაც ბირთვული იარაღის შექმნის დონესთან ახლოსაა
ისრაელის მედია - გაერო-ს ინსპექტორებმა დაადგინეს, რომ ირანმა ურანი 84 პროცენტამდე გაამდიდრა, რაც ბირთვული იარაღის შექმნის დონესთან ახლოსაა

ისრაელის მედიის ინფორმაციით, გაერო-ს ინსპექტორებმა დაადგინეს, რომ ირანმა ურანი 84 პროცენტამდე გაამდიდრა, რაც ბირთვული იარაღის შექმნის დონესთან ახლოსაა. ამ დრომდე ცნობილი იყო, რომ ირანის ურანი 60 პროცენტამდე გამდიდრდა. ბირთვული იარაღის წარმოებისთვის საჭიროა 90-პროცენტიანი სისუფთავე.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორები ცდილობენ, დაადგინონ, განზრახ გადადგა თუ არა ეს ნაბიჯი თეირანმა, თუ ეს იყო დაუგეგმავი დაგროვება მილების ქსელში, რომელიც აკავშირებს ასობით სწრაფად მბრუნავ ცენტრიფუგას, რომლებიც გამოიყენება იზოტოპების გამოსაყოფად.