ისრაელის მედია - ამერიკელი და ისრაელელი მაღალჩინოსნები ვარაუდობენ, რომ ირანი და მისი მარიონეტული ძალები ისრაელზე თავდასხმას 5 აგვისტოს გეგმავენ
„თაიმს ოფ ისრაელის“ ცნობით, ამერიკელი და ისრაელელი მაღალჩინოსნები ვარაუდობენ, რომ ირანი და მისი მარიონეტული ძალები ისრაელზე თავდასხმას 5 აგვისტოს გეგმავენ. როგორ „თაიმს ოფ ისრაელი“ წერს, ახლო აღმოსავლეთში უკვე ჩავიდა აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მეთაური, გენერალი მაიკლ კურილა.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ აშშ ახლო აღმოსავლეთში სამხედრო თვითმფრინავების ესკადრილიას აგზავნის.
როგორც „თაიმს ოფ ისრაელი“ წერს, ვაშინგტონსა და თელ ავივში ფიქრობენ, რომ ირანის შეტევა 13-14 აპრილს თეირანის მიერ ისრაელზე განხორციელბული თავდასხმის მსგავსი იქნება, რა დროსაც ისრაელის მიმართულებით ასობით რაკეტა და დრონი გაუშვეს.