ისრაელის კუთვნილი ორი დრონი ბეირუთის შემოგარენში ჩამოვარდა
ისრაელის კუთვნილი ორი დრონი ბეირუთის შემოგარენში ჩამოვარდა

ისრაელის კუთვნილი ორი დრონი ბეირუთის შემოგარენში ჩამოვარდა.

როგორც ლიბანის არმიის წარმომადგენლები აცხადებენ, ერთ-ერთი უპილოტო საფრენი აპარატი აფეთქდა.

ბოლო ათი წლის განმავლობაში, ეს პირველი შემთხვევაა. ისრაელის არმიაში მომხდართან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.

როგორც მოძრაობა „ჰეზბოლაში“ აცხადებენ, ერთ-ერთი დრონი მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ჩამოვარდა.

შემთხვევა მას შემდეგ მოხდა, რაც ისრაელის არმიაში განაცხადეს, რომ ისრაელის ავიაციამ სირიის დედაქალაქ დამასკოს სიახლოვეს ირანულ ობიექტებზე მიიტანა იერიში. მათივე ცნობით, ირანი „მკვლელის დრონებით“ ისრაელზე თავდასხმას გეგმავდა და არმიამ ამ გეგმის ჩაშლა შეძლო.