ისრაელის ხელისუფლება იერუსალიმში სარკინიგზო სადგურს დონალდ ტრამპის სახელს დაარქმევს
ისრაელის ხელისუფლება იერუსალიმში სარკინიგზო სადგურს დონალდ ტრამპის სახელს დაარქმევს.
როგორც „როიტერსი“ იუწყება, მთავრობაში ეს გადაწყვეტილება აშშ-ის პრეზიდენტის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადებისთვის მადლობის ნიშნად მიიღეს.
როგორც ისრაელის ტრანსპორტის მინისტრმა ისრაელ კაცმა განაცხადა, მან შეარჩია „გოდების კედელთან“ მდებარე სადგური, რომელსაც ტრამპის სახელს უწოდებენ. ეს სადგური იერუსალიმის ძველ ნაწილში მდებარეობს, რომელსაც პალესტინელები საკუთარი სახელმწიფოს დედაქალაქად მოიაზრებენ.
„მე გადავწყვიტე ამ სადგურს დონალდ ტრამპის სახელი დავარქვა იმის გამო, რომ მან მიიღო მამაცი და ისტორიული გადაწყვეტილება, აღიარა იერუსალიმი, ებრაელი ხალხის და ისრაელის სახელმწიფოს დედაქალაქად“, – განაცხადა ისრაელ კაცმა.
ეს განცხადება უკვე დაგმო პალესტინის ხელისუფლებამ და ისრაელის ხელისუფლების ამ ნაბიჯს მიუღებელი უწოდა.