ისრაელის ჯანდაცვის მინისტრს და მის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდათ
ისრაელის ჯანდაცვის მინისტრს, იაკობ ლიცმანსა და მის მეუღლეს კორონავირუსი დაუდგინდათ.
71 წლის მინისტრი ყველაზე ასაკოვანი მაღალჩინოსანია, რომელიც „კოვიდ 19“-ით ისრაელში არის ინფიცირებული. ცოლ-ქმარი იზოლაციაშია და მკურნალობას გადის.
ფაქტი უკვე ეცნობა პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, რომელიც 15-დღიანი ნებაყოფლობითი კარანტინიდან ოთხშაბათს გამოვიდა.
ისრაელში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 6092 შეადგენს. გარდაცვლილია 26 ადამიანი.