ისრაელის გენერალური შტაბის უფროსის განცხადებით, ისრაელის ძალები ბრძოლის მომდევნო ეტაპზე გადადიან
ისრაელის გენერალური შტაბის უფროსის, ჰერზი ჰალევის განცხადებით, ისრაელის ძალები ბრძოლის მომდევნო ეტაპზე გადადიან.
„ომის დაწყებიდან სამი კვირა გავიდა, ამ ომს აქვს ეტაპები. დღეს ჩვენ გადავდივართ მომდევნო ეტაპზე. ჩვენი ძალები ამჟამად მოქმედებენ ადგილზე ღაზის სექტორში. ამ აქტივობებს მხარს უჭერს ზუსტი და ძლიერი ცეცხლი. ისინი გამიზნულია, რომ შესრულდეს ომის ყველა მიზნები, „ჰამასის“ დაშლა, საზღვრების დაცვა და მძევლების სახლში დაბრუნება“, – განაცხადა ჰალევმა.
გენერალური შტაბის უფროსი ამბობს, რომ მტერს ასობით დაღუპული ჰყავს და მათი ინფრასტრუქტურა განადგურებულია.
„ღაზაში შექმნილი ვითარება „ჰამასის“ დანაშაულებრივი ქმედებების შედეგია, სწორედ აქ არის პასუხისმგებლობა. სახმელეთო ჯარები ამჟამად ახორციელებენ მნიშვნელოვან და კომპლექსურ ოპერაციას. არ არსებობს მიღწევები რისკის გარეშე და როგორც ვიცით, არცერთი გამარჯვება არ არსებობს საფასურის გარეშე“, – დასძინა ჰერზი ჰალევმა.