ისრაელის განათლების მინისტრი - ლიბანის სახელმწიფო „ჰეზბოლასგან" არაფრით განსხვავდება
არჩევნებმა აჩვენა, რომ ლიბანის სახელმწიფო, ირანისგან მხარდაჭერილი შიიტური დაჯგუფება „ჰეზბოლასგან“ არ განირჩევა. ამის შესახებ ისრაელის განათლების მინისტრმა განაცხადა.
ნაფტალი ბენეტის თქმით, სამომავლოდ ნებისმიერი ომის შემთხვევაში, ისრაელი ლიბანსა და „ჰეზბოლას“ ერთმანეთისგან არ განასხვავებს.
2009 წლის შემდეგ, ლიბანში საპარლამენტო არჩევნები პირველად ჩატარდა. ამჟამინდელმა პარლამენტმა უფლებამოსილება სამჯერ გაიხანგრძლივა. ამის მთავარ საფუძვლად პოლიტიკური არასტაბილურობა სახელდებოდა. არჩევნებში მონაწილეობა 21 წლის ასაკს ზემოთ 3.6 მილიონმა ადამიანმა მიიღო.
შიიტური მოძრაობა „ჰეზბოლა“ 1980-იან წლებში ჩამოყალიბდა და ისრაელთან რამდენიმე სამხედრო კონფლიქტში მონაწილეობდა. „ჰეზბოლა“ მხარს უჭერს სირიის პრეზიდენტს, რომელიც შიიტი ალავიტების წარმომადგენელია.