„ისრაელის დემოკრატიული ინსტიტუტის“ კვლევის თანახმად, ბენიამინ ნეთანიაჰუს რეიტინგი ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულზეა
„ისრაელის დემოკრატიული ინსტიტუტის“ კვლევის თანახმად, ბენიამინ ნეთანიაჰუს რეიტინგი ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულზეა

კვლევის მიხედვით, ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს რეიტინგი ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. კვლევა „ისრაელის დემოკრატიულმა ინსტიტუტმა“ 7 ოქტომბერს „ჰამასის“ მიერ ისრაელზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ ჩაატარა.

გამოკითხვის მიხედვით, მოქმედ პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს ებრაელი ისრაელელების მხოლოდ 20,5 პროცენტი და არაბი ისრაელელების მხოლოდ 7.5% უჭერს მხარს. ივნისში ჩატარებულ გამოკითხვაში ეს მაჩვენებელი, შესაბამისად, 28 და 18 პროცენტი იყო.

ამასთან, გამოცემა „ჰიბრიუ დეილის“ ინფორმაციით, ნეთანიაჰუს კაბინეტის სამმა წარმომადგენელმა, რომელთა ვინაობაც არ სახელდება, პრემიერის გადადგომის საკითხი განიხილეს. მიზეზი 7 ოქტომბერს მთავრობის მოქმედებაში დანახული ხარვეზებია.