ისრაელის ჩრდილოეთ სანაპიროსთან მოყვარულმა მყვინთავმა იპოვა ხმალი, რომელიც სავარაუდოდ 900 წლის წინ ჯვაროსან რაინდს ეკუთვნოდა
ისრაელის ჩრდილოეთ სანაპიროსთან მოყვარულმა მყვინთავმა იპოვა ხმალი, რომელიც სავარაუდოდ, 900 წლის წინ ჯვაროსან რაინდს ეკუთვნოდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
ერთი მეტრის სიგრძის ხმალი შლომი კატცინმა აღმოაჩინა და ის ხელისუფლებას გადასცა. ისრაელის ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გასუფთავებისა და შესწავლის შემდეგ აღმოჩენას საზოგადოებას წარუდგენენ.
„ხმალი, რომელიც შემონახულია, იდეალურ მდგომარეობაშია, არის ლამაზი და იშვიათი აღმოჩენა და სავარაუდოდ ჯვაროსან რაინდს ეკუთვნოდა“, – განაცხადა ისრაელის სიძველეთა სამმართველოს (IAA) ინსპექტორმა ნირ დისტელფელდმა.