ისრაელის ავიაიერიშს სირიის დედაქალაქ დამასკოში სამი ადამიანი ემსხვერპლა.
სირიის სამთავრობო მედიის ინფორმაციით, საჰაერო იერიშის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.
გავრცელებული ცნობით, გოლანის მაღლობებიდან ისრაელის თავდასხმის სამიზნე სამსართულიანი შენობა გახდა დამასკოს მაზეს უბანში.
ადგილობრივი მედია წერს, რომ ავიაიერიშის შედეგად, მატერიალური ზიანი მიადგა ტერიტორიის მიმდებარე კერძო საკუთრებას.