ისრაელის ავიაციამ ღაზას სექტორში „ჰამასისა“ და „ისლამური ჯიჰადის“ სამხედრო ობიექტები დაბომბა
ისრაელის ავიაციამ ღაზას სექტორში „ჰამასისა“ და „ისლამური ჯიჰადის“ 35 სამიზნე ობიექტი დაბომბა.
ისრაელის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ავიაიერიშის სამიზნე გახდა სამხედრო ცენტრები, იარაღის საწყობები, სამხედრო-საზღვაო ობიექტები და საიდუმლო გვირაბი, რომელიც ღაზას სექტორიდან ისრაელში, ეგვიპტის ტერიტორიის გავლით შედიოდა.
თელ-ავივში ამბობენ, რომ ეს იყო ერთ-ერთი მასშტაბური ოპერაცია 2014 წლის ომის შემდეგ. ისრაელის დაბომბვების შემდეგ, ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები კვლავ გაუშვეს.
დაბომბვის შედეგად, რაკეტების ნამსხვრევებით ისრაელის არმიის სამი ჯარისკაცი დაიჭრა.