ისრაელის არმიის მიერ ღაზის სექტორის დაბომბვას დღის განმავლობაში, სულ მცირე, ათი ადამიანი ემსხვერპლა
ისრაელის არმიის მიერ ღაზის სექტორის დაბომბვას, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა. სამხედრო ოპერაციის შედეგად არიან დაშავებულები. გავრცელებული ინფორმაციით, დაიბომბა სამი საცხოვრებელი სახლი ქალაქ ბეით ლაჰიაში და ნუსეირათის ლტოლვილთა ბანაკი.
ისრაელმა არაბული ანკლავის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ტანკები გაგზავნა.
ღაზის მოსახლეობა აცხადებს, რომ ახალი საჰაერო და სახმელეთო შეტევები და იძულებითი ევაკუაცია იყო ეთნიკური წმენდა, რომელიც მიზნად ისახავს ღაზის ჩრდილოეთით მდებარე ორი ქალაქის, მათი მოსახლეობის და ლტოლვილთა ბანაკის დაცლას ბუფერული ზონების შესაქმნელად.
გასული დღის განმავლობაში ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციას, სულ მცირე, 33 ადამიანი ემსხვერპლა, 156 კი დაშავდა.
საომარი მოქმედებების შედეგად გასული წლის ოქტომბრის შემდეგ არაბულ ანკლავში 43 374 ადამიანი დაიღუპა, 102 261 კი დაშავდა.