ისრაელის არმიის გენშტაბის ხელმძღვანელი - ისრაელის თავდაცვის ძალები ირანთან კონფრონტაციისთვის ემზადება
ისრაელის თავდაცვის ძალები ირანთან კონფრონტაციისთვის ემზადება – გამოცემა „ჯერუსალემ პოსტის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ისრაელის არმიის გენშტაბის ხელმძღვანელმა განაცხადა.
ავივ კოჩავის თქმით, ირანს ერაყში თანამედროვე შეიარაღება თითქმის ყოველთვიურად შეაქვს, თუმცა ისრაელი ირანს სირიასა და ერაყში გამაგრების საშუალებას არ მისცემს. ისრაელის არმიის გენშტაბის ხელმძღვანელის განცხადებით, შემდეგ ომში, მოქალაქეების გაფრთხილების შემდეგ, ისრაელი ურბანულ ზონებზე და ინფრასტრუქტურაზე მიიტანს იერიშს, რომელსაც ტერორისტები ისრაელის წინააღმდეგ იყენებენ, პასუხისმგებლობა კი სირიის და ლიბანის მთავრობებს, ასევე „ჰამასს“ ეკისრებათ.
„შემდეგ ომში მტრის ცეცხლის ძალა დიდი იქნება. არ შეიძლება ომი მსხვერპლის გარეშე და არ შემიძლია ვიყო მოკლევადიანი ომის გარანტი. ჩვენ ეროვნული გამძლეობა გვჭირდება. ჩვენ ამისთვის უნდა მოვემზადოთ სამხედრო კუთხით, საშინაო ფრონტზე და გონებრივად“, – აღნიშნა კოჩავიმ.