ისრაელის არმიამ ქალი ტანკისტების ჯგუფი მოამზადა
ისრაელის არმიამ ქალი ტანკისტების ჯგუფი მოამზადა

ისრაელის არმიამ პირველად მოამზადა ქალი სამხედროების ჯგუფი, რომლებიც სახმელეთო ძალების სატანკო ეკიპაჟებში იმსახურებენ.

„გაიცანით პირველი ქალი ტანკისტები სასაზღვრო დაცვის დანაყოფებიდან. მათ დაასრულეს სწავლება და სატესტო რეჟიმში გამოცდაც ჩააბარეს“, – ნათქვამია ისრაელის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.