ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ არაბული ანკლავიდან სამი რაკეტის გაშვების იდენტიფიცირება მოახდინა, რის შემდეგაც ქვეყნის სამხრეთით განგაშის სიგნალი ჩაირთო.
ისრაელის თავდაცვითმა ძალებმა ღაზას სექტორში მოძრაობა “ჰამასის” ობიექტებზე იერიში არტილერიითა და ავიაციით მიიტანა.
ისრაელის თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ღაზას სექტორიდან რაკეტების გაშვების შემდეგ მიიღეს.
ორი რაკეტის განეიტრალება თავდაცვის სისტემა“რკინის გუმბათმა“ შეძლო, ერთი კი შენობას დაეცა და დააზიანა.
ღაზას სექტორიდნ ისრაელის მიმართულებით რაკეტების გაშვება მას შემდეგ გახშირდა, რაც აშშ-მა საელჩოს იერუსალიმში გადატანის გადაწყვეტილება მიიღო.
დონალდ ტრამპის ნაბიჯი მკაცრად გააკრიტიკეს არაბულმა და მუსლიმურმა ქვეყნებმა.