ისრაელის არმია რუსული სადაზვერვო თვითმფრინავის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობას სირიას, ირანსა და „ჰეზბოლას“ აკისრებს
ისრაელის არმია რუსული სადაზვერვო თვითმფრინავის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობას სირიას, ირანსა და „ჰეზბოლას“ აკისრებს.
თელ-ავივში ამბობენ, რომ როდესაც სირიის საჰაერო თავდაცვის სისტემამ რაკეტები გაუშვა და რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდო, ისრაელის სამხედრო თვითმფრინავები უკვე ქვეყნის საჰაერო სივრცეში იმყოფებოდნენ.
ირაელის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო ავიაციის სამიზნე სირიაში ის სამხედრო ობიექტი გახდა, სადაც ირანის მიერ ლიბანური დაჯგუფება „ჰეზბოლასთვის“ გადასაცემი იარაღი ინახებოდა.
ისრაელში ამტკიცებენ, რომ სამხედრო ოპერაციის ზონაში რუსული თვითმფრინავი არ იმყოფებოდა და ისრაელსა და რუსეთს შორის კონფლიქტის ასარიდებელი სისტემა მოქმედებს.
17 სექტემბრის ღამით, სირიის საჰაერო თავდაცვის სისტემამ რუსული სადაზვერვო თვითმფრინავი ჩამოაგდო.