ისრაელიდან გამოფრენილი ერთი თვითმფრინავი უკან დაბრუნდა, ხოლო მეორე ქუთაისში დაჯდა
ისრაელიდან გამოფრენილი ერთი თვითმფრინავი უკან დაბრუნდა, ხოლო მეორე ქუთაისში დაჯდა

უამინდობის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რეისების დიდი ნაწილი გაუქმდა.

როგორც პირველ არხს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განუცხადეს, ძლიერი ნისლის გამო, აეროპორტმა ვერ მიიღო ორი ავიარეისი თელ-ავივიდან. ისრაელიდან გამოფრენილი ერთი თვითმფრინავი უკან, თელ-ავივში დაბრუნდა, ხოლო მეორე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაჯდა.

ამ დროისთვის გაუქმებულია ხუთივე ავიარეისი სტამბოლიდან, ხოლო მიუნხენიდან ერთი. ასევე, გაუქმებული რჩება თეირანიდან ორი, დუბაიდან, ურუმჩიდან და ალმაატიდან კი თითო ავიარეისი.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ვერ აკონკრეტებენ, როდის შესრულდება გაუქმებული ავიარეისები და შეიცვლება თუ არა უახლოეს საათებში დაგეგმილი სხვა ავიარეისების განრიგი.