ისრაელიდან არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში ისტორიული ავიარიესი შესრულდა
ისრაელიდან არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში ისტორიული ავიარიესი შესრულდა

ისრაელიდან არაბეთის გაერთიანებულ საამირეობში პირველი რეისი შესრულდა. თვითმფრინავი თელავივიდან აბუ დაბიში დაეშვა.

პირველი რეისი ისრაელის ავიაკომპანია „ელ ალმა“ შეასრულა. ბორტზე იმყოფებოდნენ ისრაელისა და აშშ-ის დელეგაციის წევრები. მათ შორის იყო აშშ-ის პრეზიდენტის სიძე ჯარედ კუშნერი.

აღსანიშნავია, რომ აბუ დაბიში ჩასაფრენად სამგზავრო ლაინერის საუდის არაბეთის საჰაერო სივრცეში შესვლაც მოუწია, რომელიც როგორც წესი, ისრაელის ავიაციისთვის დახურულია.

ისრაელსა და არაბეთის გაერთიანებული საემიროებს შორის ავიამიმოსვლის აღდგენა მას შემდეგ მოხერხდა, რაც ორმა ქვეყანამ აშშ-ის შუამავლობით სამშვიდობო შეთანხმებას მიაღწიეს.

არაბეთის გაერთიანებული საამიროები მესამე არაბული ქვეყანაა ეგვიპტისა და იორდანიის შემდეგ, რომელმაც ისრაელის სახელმწიფო აღიარა.

ისტორიული რეისის შესრულებას ტვიტერით გამოეხმაურა ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ, რომელმაც ფრენების აღდგენას დიპლომატიური მიღწევა უწოდა.