ისრაელი სამხრეთ ლიბანის 25 სოფლის მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებს
ისრაელი სამხრეთ ლიბანის 25 სოფლის მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებს. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.
სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ ჩანაწერში ისრაელის თავდაცვის ძალების არაბულენოვანი წარმომადგენელი ავიჩაი ადრაი ასახელებს იმ სოფლებს, რომელთა მოსახლეობამაც უნდა დატოვოს ეს ტერიტორია.
მისივე თქმით, ისრაელის სამხედროებს არ სურთ მოსახლეობას საფრთხე შეუქმნან ან ზიანი მიაყენონ. ამასთან, ისრაელში აცხადებენ, რომ ნებისმიერი სახლი, რომელსაც დაჯგუფება „ჰეზბოლა“ სამხედრო მიზნებისთვის იყენებს, სავარაუდოდ სამიზნე გახდება.
ადრაი მოსახლეობას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაემართონ ავალის მდინარის ჩრდილოეთით.
„ჩვენ შეგატყობინებთ, როდის იქნება უსაფრთხო დრო თქვენს სახლებში დასაბრუნებლად,“, – განაცხადა ავიჩაიმ.