ისრაელი ევრო 2024-ის შესარჩევში საშინაო მატჩებს უნგრეთში ჩაატარებს #1TVSPORT
ისრაელი ევრო 2024-ის შესარჩევში საშინაო მატჩებს უნგრეთში ჩაატარებს #1TVSPORT

ისრაელის ნაკრები ევრო 2024-ის შესარჩევი ტურნირის ორ დარჩენილ საშინაო შეხვედრას უნგრეთში ჩაატარებს.

ისრაელის ფეხბურთის ფედერაციამ უნგრელი კოლეგების დახმარებით თანხმობა მიიღო უნგრეთის მთავრობისგან და ამის შესახებ უეფა-ს აცნობა. სტადიონს, რომელზეც მატჩები ჩატარდება, უახლოეს დღეებში აირჩევენ.

ადრე ეს შეხვედრები გადაიტანეს ისრაელისა და პალესტინას შორის კონფლიქტის გამო.