ისრაელი დამოუკიდებლობის 70-ე წელს აღნიშნავს
ისრაელი დამოუკიდებლობის 70-ე წელს აღნიშნავს

ისრაელი დამოუკიდებლობის 70-ე წელს აღნიშნავს. პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ საპატიო ჩირაღდანი აანთო და იერუსალიმში გამართული ამ ცერემონიით საზეიმოდ გახსნა სადღესასწაულო ღონისძიებები.
ჩირაღდნის ანთებამდე კი ნეთანიაჰუ სიტყვით გამოვიდა, სადაც მან ისრაელის ბოლოდროინდელ მიღწევებზე ისაუბრა. ქვეყნის პრემიერმა მათ შორის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, რომელმაც იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად გამოაცხადა და აშშ-ის საელჩოს იქ გადატანა დაგეგმა.
სანამ ისრაელელები ზეიმობენ, პალესტინაში ე.წ. ნაკბა აღინიშნება, იგივე კატასტროფა, როცა ებრაული სახელმწიფოს ჩამოყალიბებამ ასობით ათასი პალესტინელი საკუთარი სახლებიდან გამოაძევა და დევნილებად აქცია.
ბევრი პალესტინელი გახდა მაშინ იძულებული დაეტოვებინათ სახლები და თავი იორდანიას, ლიბანსა და სირიას შეეფარებინა. მათი ნაწილი ღაზას სექტორში გადავიდა, ზოგიერთი კი ისრაელში დარჩა.
ისრაელმა დამოუკიდებლობა 1948 წლის 14 მაისს გამოაცხადა.